ჩვენი კომპანიის სერვისი დაფუძნებულია იურიდიული პროფესიული ეთიკის უმთავრეს პრინციპებზე:
1. დამოუკიდებლობა
ჩვენ დამოუკიდებლები ვართ ყოველგვარი გავლენისა და ზეწოლისაგან, ვემორჩილებით მხოლოდ მოქმედ კანონმდებლობას, საერთაშორისო სამართლს და პროფესიული ეთიკის ნორმებს.
2. ნდობა
კლიენტების ნდობა „მიქაბერიძე და პარტნიორების“ მიმართ არის ჩვენი კომპანიის ერთ-ერთი უმთავრესი ღირებულება და აქტივი; ნდობის ჩამოყალიბების მიზნით ჩვენი სერვისი დაფუძნებულია კეთილსინდისიერებაზე, კვალიფიკაციასა და პროფესიულ ღირსებაზე.
3. კონფიდენციალურობა
ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც თქვენ გვაწვდით იურიდიული მომსახურების მიღების მიზნით, კონფიდენციალურია და ექვემდებარება დაცვას გასული დროის მიუხედავად.
4. კლიენტის ინტერსების უპირატესობა
თქვენი ინტერესები უპირატესია და დგას ყველა სხვა ინტერესზე მაღლა.
5. ინტერესთა კონფლიქტის დაუშვებლობა
ჩვენ არ წარმოვადგენთ და არ ვაძლევთ პროფესიულ რჩევებს ორ ან მეტ კლიენტს ერთი და იგივე ან ერთმანეთთან დაკავშირებულ საქმეებზე, თუ კლიენტების ინტერესებს შორის არსებობს ინტერესთა კონფლიქტი ან არსებობს ინტერესთან კონფლიქტის წარმოქმნის საფრთხე.
იურიდიული მომსახურების ფორმები:
სამართალწარმოება
არსებობს სამართალწარმოების მთელი რიგი სახეები, რომელშიც სპეციალური ცოდნის გარეშე მონაწილეობა ვერ უზრუნველყოფს თქვენი ინტერესების ჯეროვან დაცვას, ასევე კანონმდებლობით მონიჭებული უფლებების სათანადოდ რეალიზაციას. საქმის წარმოება სასამართლოში, არბიტრაჟში, მედიაციაში მიზანშეწონილია განხორციელდეს კვალიფიციური იურიდიული წარმომადგენლის მეშვეობით. გარდა ამისა, კანონმდებლობით დადგენილია საჯარო ორგანოებში ადმინისტრაციული წარმოების რამდენიმე ზოგადი სახე, ასევე ცალკეული სპეციალური საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრულია მთელი რიგი სპეციალური ადმინისტრაციული წარმოებები. ჩვენი იურიდიული კომპანია უზრუნველყოფს თქვენს მხარდაჭერას და წარმომადგენლობას ნებისმიერ სამართალწარმოების პროცესში.
იურიდიული დოკუმენტების მომზადება
კერძო სამართლებრივი ურთიერთობები განსხვავებულია და არ არის მიზანშეწონილი სხვადასხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან საქმიანი ურთიერთობისას გამოყენებული იქნეს ერთი და იგივე, შაბლონური ტიპის იურიდიული დოკუმენტები. იურიდიული ხასიათის დოკუმენტების სწორ და კვალიფციურ შედგენას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით, სამართალურთიერთობის მხარეთა შორის დავის წარმოშობის შემთხვევაში. მხარეთა ნამდვილი ნების გარკვევა და დავის გადაწყვეტა სასამართლოს მიერ მათ შორის გაფორმებული დოკუმენტების/ხელშეკრულებების გულდასმით შესწავლის და განმარტების შედეგად ხდება. შაბლონური დოკუმენტები ვერ უზრუნველყოფს თქვენი ინტერესების ჯეროვან დაცვას და თითოეულ შემთხვევაში მიზანშეწონილია ინდივიდუალური იურიდილი დოკუმენტის შედგენა.
სამართლებრივი კონსულტაცია
დროული და სწორი სამართლებრივი კონსულტაცია მოსალოდნელი იურიდიული რისკების თავიდან აცილების და/ან მინიმიზაციის, ასევე იურიდიული ხაჯების დაზოგვის ოპტიმალური საშუალებაა. ნებისმიერ კერძო და ბიზნეს ინიციატივას ესაჭიროება შესაბამისი სამართლებრივ და საკანონმდებლო ჭრილში შესწავლა და ანალიზი, განსაკუთრებით, მზარდი სამართლებრივი რეგულაციების პირობებში. „მიქაბერიძე და პარტნიორები“ უზრუნველყოფს თქვენთვის საინტერესო საკითხებზე შესაბამისი იურიდიული ინფორმაციის მოწოდებას და თქვენს კონსულტირებას.
სამართლებრივი შესაბამისობა
სამართლებრივი შეფასებები და დასკვნები, Due diligence-ი, მოსალოდნელი რისკების იდენტიფიცირების და მომვალ ქმედებათა დაგეგმარების აუცილებელი წინაპირობაა. ხშირ შემთხვევაში სამართლებრივი კვლევის საგანია არა მხოლოდ საკანონმდებლო სივრცე, არამედ კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებები და დოკუმეტები, ამ უკანასკნელთა შესაბამისობა არა მხოლოდ არსებულ, არამედ მათი შედგენის დროს მოქმედ ძველ რეგულაციებთან. სამართლებრივი შესაბამისობის დადგენა საკმაოდ რთული და შრომატევადი ინტელექტუალური შრომითი პროცესია. გთავაზობთ ჩვენს მომსახურებას თქვენთვის საინტერესო საკითხებზე სამართლებრივი შესაბამისობის დადგენის, დასკვნების, შეფასებების შედგენასთან დაკავშირებით.
იურიდიული წარმომადგენლობა
იურიდიული წარმომადგენლობის განხორციელების საჭიროება ხშირად წარმოიშობა შესაძლო კონტრაჰენტ ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობაში. მთელ რიგ შემთხვევებში მიზანშეწონილია წინასახელშეკრულებო ურთიერთობების რეგულირება და დოკუმენტირება. გარდა ამისა, ხშირად დგება მომავალი სამართლებრივი ურთიერთობების ცალკეულ არსებით პირობებზე მეორე მხარესთან ერთად კოორდინირებულად მუშაობის აუცილებლობა. ჩვენი იურიდიული კომპანია თქვენს კონტრაჰენტებთან, პარტნიორებთან და პოტენციურ კლიენტებთან ურთიერთობაში გაგიწევთ კვალიფიციურ სამართლებრივ წარმომადგენლობას.
ტელეფონი: +995 595 53 53 71