ჩვენი კომპანიის სერვისი დაფუძნებულია იურიდიული პროფესიული ეთიკის უმთავრეს პრინციპებზე: 

1. დამოუკიდებლობა
ჩვენ დამოუკიდებლები ვართ ყოველგვარი გავლენისა და ზეწოლისაგან,  ვემორჩილებით მხოლოდ მოქმედ კანონმდებლობას, საერთაშორისო სამართლს და პროფესიული ეთიკის ნორმებს.

2. ნდობა
კლიენტების ნდობა „მიქაბერიძე და პარტნიორების“ მიმართ არის ჩვენი კომპანიის ერთ-ერთი უმთავრესი ღირებულება და აქტივი;  ნდობის ჩამოყალიბების მიზნით  ჩვენი სერვისი დაფუძნებულია კეთილსინდისიერებაზე, კვალიფიკაციასა და პროფესიულ ღირსებაზე.

3. კონფიდენციალურობა
ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც თქვენ გვაწვდით იურიდიული მომსახურების მიღების მიზნით, კონფიდენციალურია და ექვემდებარება დაცვას გასული დროის მიუხედავად.

4. კლიენტის ინტერსების უპირატესობა
თქვენი ინტერესები უპირატესია და დგას ყველა სხვა ინტერესზე მაღლა.

5. ინტერესთა კონფლიქტის დაუშვებლობა
ჩვენ არ წარმოვადგენთ და არ ვაძლევთ პროფესიულ რჩევებს ორ ან მეტ კლიენტს ერთი და იგივე ან ერთმანეთთან დაკავშირებულ საქმეებზე, თუ კლიენტების ინტერესებს შორის არსებობს ინტერესთა კონფლიქტი ან არსებობს ინტერესთან კონფლიქტის წარმოქმნის საფრთხე.

იურიდიული მომსახურების ფორმები:

სამართალწარმოება
იურიდიული დოკუმენტების მომზადება
სამართლებრივი კონსულტაცია
სამართლებრივი შესაბამისობა
იურიდიული წარმომადგენლობა
ელ-ფოსტა: info@mplaw.ge
ტელეფონი: +995 595 53 53 71