იურიდიული კომპანია „მიქაბერიძე და პარტნიორები“ დაფუძნდა 2018 წელს მრავაწლიანი გამოცდილების მქონე იურისტების მიერ. იმ სფეროთა სპექტრი, სადაც ჩვენს კომპანიას შეუძლია შემოგთავაზოთ კვალიფიციური და სანდო მომსახურება, ფართოა. ჩვენ ვსაქმიანობთ როგორც კერძო სამართლის, ისე საჯარო სამართლის თითქმის ყველა სფეროში, რაც ჩვენს კლიენტებს აძლევს შესაძლებლობას ერთი ფანჯრის პრინციპით მიიღონ იურიდიული მომსახურების რამდენიმე სახე და დაზოგონ დრო და რესურსი
არც თუ იშვიათია შემთხვევა, როდესაც კონკრეტული დარღვეული უფლების ან კანონიერი ინტერესის დასაცავად საჭიროა კომპელქსური ნაბიჯები; ერთდროულად, როგორც სამოქალაქო, ისე ადმინისტრაციული ან სისხლის-სამართლებრივი ხასიათის ქმედებათა განხორციელბა. შესაბამისად, აუცილებელია თითოეული ასეთი ნაბიჯი გადადგმულ იქნეს კოორდინირებულად და თანაბრად პროფესიონალურად. ჩვენ მზად ვართ დაგეხმაროთ რთული სამართლებრვი პრობლემების გადაჭარაში და ერთი შეხედვით გამოუვალი მდგომარეობიდან გამოსავლის მოძიებაში.