პერსონალურ მონაცემთა დაცვის და კონფიდენციალურობის პოლიტიკა

  1. ზოგადი დებულებები, პოლიტიკის მიზანი

1.1. შპს „მიქაბერიძე და პარტნიორები“  (შემდგომში ასევე „კომპანია“ ან/და „ჩვენ“) თქვენს პერსონალურ ინფორმაციას ამუშავებს მხოლოდ  მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე;

1.2. ჩვენ თქვენს პერსონალური ინფორმაციის ვამუშავებთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ მოგვმართავთ იურიდიული დახმარებისთვის და მიიღებთ ჩვენგან შესაბამის სერვისს.

1.3. შესაბამისად ზემოაღნიშნულისა, ჩვენი მომსახურებით სარგებლობის შემთხვევაში თქვენ ავტომატურად თანხმობას აცხადებთ, რომ კომპანიამ დაამუშავოს თქვენი პერსონალური ინფორმაცია თქვენთვის სასურველი იურიდიული სერვისის მიღების მიზნით.

1.4. პერსონალურ მონაცემთა დამუშავებაზე თქვენი თანხმობა, საჭიროების შემთხვევაში დამატებით შეიძლება გამოიხატოს ასევე წერილობით, ზეპირად, სატელეკომუნიკაციო ან სხვა შესაბამისი საშუალებებით, რომლითაც შესაძლებელია ნათლად დადგინდეს თქვენი ნება დამუშავების შესახებ;

1.5. წინამდებარე პოლიტიკა ვრცელდება ყველა იმ პირზე, რომელიც ამყარებს ჩვენთან საქმიან ურთიერთობას. 

  1. პერსონალური მონაცემები, რომელიც მუშავდება კომპანიის მიერ

2.1. მონაცემთა დამუშავებაში იგულისხმება მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედება, მათ შორის, მათი შეგროვება, მოპოვება, მათზე წვდომა, მათი ფოტოგადაღება, ვიდეომონიტორინგი ან/და აუდიომონიტორინგი, ორგანიზება, დაჯგუფება, ურთიერთდაკავშირება, შენახვა, შეცვლა, აღდგენა, გამოთხოვა, გამოყენება, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება, აგრეთვე მონაცემთა გამჟღავნება მათი გადაცემით, გასაჯაროებით, გავრცელებით ან სხვაგვარად ხელმისაწვდომად გახდომით;

2.2. თქვენთვის სასურველი იურიდიული მომსახურების მიღების მიზნით ჩვენს მიერ შესაძლებელია დამუშავდეს შემდეგი პერსონალური ინფორმაცია:

2.2.1. სახელი, გვარი, სქესი, დაბადების თარიღი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სახე, სერია, ნომერი, პირადი ნომერი, მოქალაქეობა, ქვეყანა, ფაქტობრივი და რეგისტრაციის მისამართი, ტელეფონის ნომერი, პირადი და სამსახურებრივი ელექტრონული ფოსტის მისამართი, საბანკო ანგარიშის ნომერი (ეს მონაცემები ან/და მათი ნაწილი მუშავდება ყველა შემთხვევებში);

2.2.2. ოჯახური მდგომარეობა, საქმიანობა/პროფესია, სამუშაო ადგილი, თანამდებობა, ინფორმაცია ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ეს ინფორმაცია მუშავდება, თუ ეს აუცილებელია იმ იურიდიული მომსახურების გასაწევად, რომელიც უკავშირდება თქვენთვის გაწეულ სამედიცინო მომსახურებას, ოჯახურ ან/და შრომით-სამართლებრივ საკითხებს);

2.2.3. ინფორმაცია რასობრივ ან ეთნიკურ კუთვნილებასთან, პოლიტიკურ შეხედულებებთან, რელიგიურ ან ფილოსოფიურ მრწამსთან, პროფესიულ კავშირში გაწევრებასთან, სქესობრივ ცხოვრებასთან, ნასამართლობასთან, ადმინისტრაციულ პატიმრობასთან, პირისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებასთან, პირთან საპროცესო შეთანხმების დადებასთან, განრიდებასთან, დანაშაულის მსხვერპლად აღიარებასთან ან დაზარალებულად ცნობასთან დაკავშირებით (ეს ინფორმაცია მუშავდება, თუ ეს აუცილებელია იმ იურიდიული მომსახურების გასაწევად, რომელიც უკავშირდება სისხლის სამართლის საქმის გამოძიებას, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ან/და უშუალოდ ამ მონაცემებთან დაკავშირებულ სამოქალაქო/ადმინისტრაციულ საქმეს, მათ შორის, დისკრიმინაციულ მოპყრობას ზემოაღნიშნული რომელიმე ნიშნით);

შენიშვნა: დისკრიმნაციულ მოპყრობასთან დაკავშირებულ საქმეებში ამ პუნქტში მითითებული მონაცემები მუშავდება შესაბამისი პროპორციით, კერძოდ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მუშავდება თქვენი კუთვნილება მხოლოდ იმ ნიშანთან, რა ნიშნითაც განიცადეთ დისკრიმინაცია.

2.2.4. ინფორმაცია თქვენს საკუთრებაში არსებული ქონების შესახებ, მათ შორის და არა მხოლოდ, უძრავი ქონების მახასიათებლები, მოძრავი ქონების მახასიათებლები, წილის, აქციის, პაის, ფასიანი ქაღალდების მახასიათებლები და/ან ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა მონაცემები, ასევე არამატერიალური ქონებრივი სიკეთეების მახასიათებლები (ეს ინფორმაცია მუშავდება იმ შემთხვევაში,  თუ ეს აუცილებელია იმ იურიდიული მომსახურების გასაწევად, რომელიც უკავშირდება ქონებრივ/ფინანსურ საკითხებს, დავებს და ა.შ.);

2.2.5. არასრულწლოვანის შესახებ მონაცემთა დამუშავება ხდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად, მისი და/ან მისი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის საფუძველზე მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ეს აუცილებელია არასრულწლოვანის კანონიერი ინტერესების დასაცავად და შესაბამისი იურიდიული მომსახურების განსახორციელებლად.

2.2.6. ინფორმაცია გარდაცვლილი პირის შესახებ მუშავდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად იმ შემთხვევაში,  თუ ეს აუცილებელია იმ იურიდიული მომსახურების გასაწევად, რომელიც უკავშირდება გარდაცვლილი პირის ან/და მისი მემკვიდრეების კანონიერი ინტერესების დაცვას.

2.2.7. ინფორმაცია პერსონალის შესახებ - სახელი, გვარი, ფოტოსურათი, დაბადების თარიღი, ასაკი, სქესი, მისამართი, პირადი ნომერი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სერია და ნომერი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის ვადა, მართვის მოწმობის ასლი, ავტობიოგრაფია, რეზიუმე (CV), განათლების შესახებ ინფორმაცია, უცხო ენის ცოდნის შესახებ ინფორმაცია, დიპლომის ასლი ან განათლების დამადასტურებელი მოწმობა, კომპიუტერული პროგრამების ცოდნის შესახებ ინფორმაცია, სამუშაო გამოცდილების შესახებ ინფორმაცია, შენობაში შესვლისა და შენობიდან გასვლის დრო, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, საბანკო ანგარიშის ნომერი, დაკავებული პოზიცია (თანამდებობა), ანაზღაურების შესახებ ინფორმაცია, ინფორმაცია ნასამართლობის შესახებ, ინფორმაცია ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა 100 );

2.2.8. ინფორმაცია პოტენციური დასაქმებულის შესახებ - სახელი, გვარი, ავტობიოგრაფია, რეზიუმე (CV), დიპლომის ასლი ან განათლების დამადასტურებელი მოწმობა, სამუშაო გამოცდილების შესახებ ინფორმაცია, უცხო ენის ცოდნის შესახებ ინფორმაცია, კომპიუტერული პროგრამების ცოდნის შესახებ ინფორმაცია, შენობიდან შესვლისა და შენობიდან გასვლის დრო, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი;

2.2.9. სხვა ხასიათის პერსონალური ინფორმაცია, თუ ეს აუცილებელი იმ იურიდიული მომსახურების გასაწევად, რომელიც გესაჭიროებათ თქვენ. 

  1. პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პრინციპები

3.1. თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებისას ჩვენ ვიცავთ შემდეგ პრინციპებს:

3.1.1. მონაცემები მუშავდება სამართლიანად და კანონიერად, თქვენი ღირსების ან/და საქმიანი რეპუტაციის შეულახავად;

3.1.2. მონაცემები მუშავდება მხოლოდ კონკრეტული, თქვენი ინტერესებიდან გამომდინარე მკაფიოდ განსაზღვრული, კანონიერი მიზნებისათვის. ჩვენ არ ვახდენთ თქვენს მონაცემთა შემდგომ დამუშავებას სხვა, თავდაპირველ მიზანთან შეუთავსებელი მიზნით;

3.1.3. მონაცემები მუშავდება მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც აუცილებელია თქვენთვის იურიდიული მომსახურების განხორციელებისა და შესაბამისი კანონიერი მიზნის მისაღწევად. მონაცემები მუშავდება იმ მიზნის ადეკვატურად და პროპორციულად, რომლის მისაღწევადაც ხორციელდება იურიდიული მომსახურება;

3.1.4. ჩვენ ვშლით ან/და ვანადგურებთ იმ პერსონალურ მონაცემებს, რომელიც აღმოჩნდა ჩვენთან და რომელიც შეუსაბამოა დამუშავების მიზანთან.

3.1.5. თქვენი პერსონალური მონაცემები ინახება მხოლოდ იმ ვადით, რომელიც აუცილებელია მონაცემთა დამუშავების მიზნის მისაღწევად. ამ მიზნის მიღწევის შემდეგ, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, თქვენი მონაცემები იშლება ან ნადგურდება ან ინახება თქვენი იდენტიფიცირების გამომრიცხავი ფორმით (მაგალითდ დოკუმენტები, რომელიც შექმნილია იურიდიული მომსახურების შედეგად და რომელთაც აქვთ მნიშვნელობა იურიდიული პრაქტიკისთვის ან/და იურიდიული დოქტრინისთვის).

3.1.6. მონაცემების უსაფრთხოების დაცვის მიზნით მონაცემთა დამუშავებისას მიღებულია შესაბამისი ტექნიკური და ორგანიზაციული ზომები, რომლებიც სათანადოდ უზრუნველყოფს პერსონალური  მონაცემების დაცვას. 

  1. პერსონალურ მონაცემთა გამჟღავნება

4.1. ჩვენი კომპანია მიიღებს  ყველა ისეთ ორგანიზაციული და ტექნიკური ზომებს, რომლებიც უზრუნველყოფს მონაცემთა დაცვას შემთხვევითი ან უკანონო განადგურებისაგან, შეცვლისაგან, გამჟღავნებისაგან, მოპოვებისაგან, ნებისმიერი სხვა ფორმით უკანონო გამოყენებისა და შემთხვევითი ან უკანონო დაკარგვისაგან.

4.2. თქვენი პერსონალური ინფორმაცია გამჟღავნდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ:

4.2.1. გამჟღავნებაზე მიღებული გვაქვს თქვენი წინასწარი თანხმობა;

4.2.2. მოქმედი კანონმდებლობა აკისრებს ჩვენს კომპანიას გამჟღავნებას;

4.2.3. გამჟღავნება, მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, მოთხოვნილია სასამართლოს ან სხვა უფლებამოსილი დაწესებულების მიერ.

4.2.4. კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

4.3. ნებისმიერ შემთხვევაში გამჟღავნება მოხდება კანონის შესაბამისად, მხოლოდ იმ მოცულობით და მხოლოდ იმ მიზნის პროპორციულად, რომლისთვისაც მჟღავნდება პერსონალური ინფორმაცია. 

  1. კონფიდენციალურობა

5.1. ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც თქვენ გვაწვდით იურიდიული მომსახურების ან/და საადვოკატო საქმიანობის განხორციელების პროცესში, კონფიდენციალურია და ექვემდებარება დაცვას გასული დროის მიუხედავად.

5.2. კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნება ჩვენს მიერ მოხდება შემხვედრი საჭიროებისას და მხოლოდ შემდეგ შემთხვევბში:

5.2.1. თუ გვაქვს თქვენი თანხმობა კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნებაზე:

5.2.2. თუ კონფიდენციალური ინფორმაციის გამოყენება/გამჟღავნება თქვენი  წარმომადგენლობის ან დაცვის პროცესში აუცილებელია თქვენი ინტერესებიდან გამომდინარე და თუ მისი გამჟღავნება თქვენ ჩვენთვის წინასწარ არ აკიგრძალავთ;

5.2.3. თუ ეს აუცილებელია ჩვენი კომპანიის ან ჩვენი კომპანიის თანამშრომლების  (ადვოკატების) მიერ წაყენებული ბრალდებისგან ან მოთხოვნისგან თავის დასაცავად ან ჩვენს მიერ მიუღებელი ჰონორარის თაობაზე სასამართლო დავის არსებობისას. 

  1. თქვენი უფლებები

6.1. თქვენ უფლება გაქვთ მოითხოვოთ და მიიღოთ ჩვენგან ინფორმაცია, თუ თქვენი რომელი მონაცემები მუშავდება, რა არის მონაცემთა დამუშავების მიზანი, რა არის მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძველი, რა გზით შეგროვდა მონაცემები, ვისზე გაიცა თქვენს შესახებ მონაცემები, მონაცემთა გაცემის საფუძველი და მიზანი (თუ ადგილი ჰქონდა ამგვარ გაცემას).

6.2. თქვენი მოთხოვნის შემთხვევაში კომპანია გაასწორებს, განაახლებს, დაამატებს, დაბლოკავს, წაშლის ან გაანადგურებს თქვენს პერსონალურ მონაცემებს, თუ ისინი არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული ან თუ მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის საწინააღმდეგოდ.

6.3. თქვენ უფლება გაქვთ მოითხოვოთ მონაცემთა დაბლოკვა (დამუშავების შეზღუდვა), როდესაც პერსონალური მონაცემების სიზუსტე სადავოა თქვენი მხრიდან; როდესაც დამუშავება უკანონოა; გარდა იმ შემთხვევისა როდესაც არსებობს მონაცემების მტკიცებულებად გამოყენების მიზნით შენახვის აუცილებლობა.

6.4. თქვენ უფლება გაქვთ, ნებისმიერ დროს, განმარტების გარეშე უარი განაცხადოთ თქვენს მიერვე გაცხადებულ თანხმობაზე და მოითხოვოთ მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება.

6.5. აღნიშნულ შემთხვევებში გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ პერსონალურ მონაცემებზე წვდომის შეზღუდვა (შეწყვეტა) გამოიწვევს იურდიული მომსახურების შეწყვეტასაც, ვინაიდან თქვენს ინტერესებზე მორგებული იურდიული მომსახურების განხორციელება შეუძლებელია თქვენი პერსონალური ინფორმაციის დამუშავებისა და გამოყენების გარეშე.

6.6. ავტომატიზებულ ინდივიდუალურ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული უფლებები - კანონმდებლობა თქვენ უფლებას გაძლევთ არ დაექვემდებაროთ მხოლოდ ავტომატიზებულად, მათ შორის, პროფაილინგის საფუძველზე, მიღებულ გადაწყვეტილებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პროფაილინგის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება: (ა) ეფუძნება თქვენს აშკარად გამოხატულ თანხმობას; (ბ) აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულების დასადებად ან ხელშეკრულების შესასრულებლად; (გ) გათვალისწინებულია კანონით ან კანონის საფუძველზე დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.

6.7. თქვენ უფლება გაქვთ არ გასცეთ თანხმობა კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნებაზე, მათ შორის, იმ შემთხვევისთვის, თუ ეს აუცილებელია თქვენივე ინტერესების დასაცავად. 

  1. მონაცემთა დამუშავებისათვის პასუხისმგებელი, მონაცემთა დამუშავებაზე უფლებამოსილი და თანადამუშავებისათვის პასუხისმგებელი პირ(ებ)ის ვალდებულებები:

7.1 მიიღოს შესაბამისი ტექნიკური და ორგანიზაციული ზომები პერსონალური მონაცემების შემცველი შემთხვევითი ან უკანონო განადგურებისაგან, შეცვლისაგან, გამჟღავნებისაგან, მოპოვებისაგან, დაზიანებისგან, ნებისმიერი სხვა ფორმით უნებართვო ან უკანონო გამოყენებისა და შემთხვევითი ან უკანონო დაკარგვისაგან დასაცავად;

7.2 ინფორმაციაზე წვდომა დაუშვას მხოლოდ იმ თანამშრომლებზე, რომლებიც ასრულებენ მხარეთა შორის გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ უფლებებსა და მოვალეობებს და რომელთაც აქვთ ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულება, მათ შორის, სამსახურებრივი უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ;

7.3 პერსონალური მონაცემები დაამუშაოს ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, შესაბამისი ხელშეკრულების და კანონის მოთხოვნათა დაცვით;

7.4 აღრიცხოს პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებული ღონისძიებები ელექტრონული ან/და მატერიალური ფორმით. 

  1. ინციდენტზე რეაგირების წესი

8.1 კომპანიის უფლებამოსილი პირი ვალდებულია დაუყონებლივ  - ინციდენტის აღმოჩენისთანავე - აღრიცხოს ინციდენტი, დამდგარი შედეგი, მიღებული ზომები და ინციდენტის აღმოჩენიდან არაუგვიანეს 72 საათისა მის შესახებ წერილობით ან ელექტრონულად შეატყობინოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ნაკლებსავარაუდოა, რომ ინციდენტი მნიშვნელოვან ზიანს გამოიწვევს ან/და მნიშვნელოვან საფრთხეს შეუქმნის ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს. 

  1. პერსონალურ მონაცემთა შენახვის ვადა

9.1 პერსონალური მონაცემების შენახვა ხდება გასაწევი მომსახურების მთელი პერიოდის განმავლობაში, ხოლო შესაბამისი ხელშეკრულების ვადის გასვლიდან/შეწყვეტიდან:  კლიენტის შესახებ ინფორმაციის შენახვა ხდება 3 წლის ვადით; შრომით-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, ხელშეკრულების შეწყვეტიდან შესაბამისი დოკუმენტაცია ორგანიზაციაში ინახება 10 წლის ვადით; ასევე მისი დასრულებიდან 10 წლის განმავლობაში, წინასწარ განსაზღვრული მიზეზების გამო:

  • კითხვებსა და საჩივრებზე პასუხის გასაცემად;

9.2 კომპანია იტოვებს უფლებას შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 10 წელზე მეტი ვადით, ლეგიტიმური ბიზნეს ან იურიდიული მიზნებისთვის, როგორიცაა უსაფრთხოების, თაღლითობისა, მისი ბოროტად გამოყენებისგან ასაცილებლად და სხვა. 

  1. დასკვნითი დებულებები

10.1 წესები და პროცესები, რაც განსაზღვრული არ არის წინამდებარე პოლიტიკით, რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 

  1. საკონტაქტო ინფორმაცია

11.1. წინამდებარე პოლიტიკით განსაზღვრულ საკითხებთან დაკავშირებით ნებისმიერი შენიშვნის, პრეტენზიის თუ საჩივრის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ ელექტრონულად შემდეგ ელ. ფოსტაზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript. ან დაგვიკავშირდეთ მობილურის ნომერზე: +995 595 53 53 71

 

 

ელ-ფოსტა: info@mplaw.ge
ტელეფონი: +995 595 53 53 71